კახი კახიშვილის უწყების იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება ამ ეტაპზე არ იგეგმება 

19:10, 12.11.2017

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების პარალელურად, შეიქმნებოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი უხელმძღვანელებდა, ხოლო სასჯელაღსრულების უწყება იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდებოდა.

როგორც ცოტა ხნის წინ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ახალი საგამოძიებო უწყების შექმნა და პრობაციის სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის უწყებაში გაერთიანება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ, 11:00 საათზე გააკეთებს.

მსგავსი