ფინეთში 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების წევრმა, კახი ასანიძემ 73 კგ. კატეგორიაში ატაცში ჯერ 143, შემდეგ კი 146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება.