კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა
კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 9 წლის ბავშვს პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია მუცლის არეში მოხვდა.

ახლობლების ინფორმაციით, მეგობრები „გეკოს“ ტიპის იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვე კომენტარი