კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი 116-მდე გაიზარდა
კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი 116-მდე გაიზარდა

კახეთში კორინავირუსის საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი 82-დან 116 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი მონაცემებით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კარანტინში რეგიონიდან ოთხი ადამიანია გადაყვანილი.

რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში მოთავსებულ საფრანგეთიდან დაბრუნებული მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპზე ტემპერატურის მატება ან დაავადების სხვა სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათგან ერთი, 47 წლის ქალბატონი ტემპერატურის მატების გამო თელავიდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. მისი ანალიზები კი, ლუგარის ლაბორატირიაში გადაიგზავნა. დაუდასტურდება თუ არა ქალს ლაბორატორიულად კორინავირუსით დაავადება, დღეს გახდება ცნობილი.