კახეთში, თვითიზოლაციაში 283, ხოლო საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე იმყოფება
კახეთში, თვითიზოლაციაში 283, ხოლო საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე იმყოფება

კახეთიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ ორი ადამიანი გადაყვანეს. თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა კი, 249-დან 283-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე წუხელ კლინიკაში ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოათავსეს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

ასევე, თელავში მდებარე საკარანტინო ზონიდან ტემპერატურის და ყელის ტკივილის სიმპტომებით შუახსნის ქალი თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

„ქალს უკვე აუღეს ანალიზები, რომელსაც ცოტა ხანში ლურაგის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ერთ მამაკაცს კი, რამდენიმე საათში თელავის საკარანტინო ზონიდან თბილისში გადაიყვანენ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამი მოქალაქე კარანტინში პოლიციის დახმარებით, იძულებით მოათავსეს. მეთვალყურეობა კი ექვს ადამიანს მოეხსნა.

საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 133 მოქალაქე იმყოფება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.