კახეთში საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
კახეთში საკრებულოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში, ერთ-ერთი პარტიიდან სიღნაღის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ვასილ პაპაშვილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„მარნის ოთახიდან ვასილ პაპაშვილი იპარავდა ვენახის ხელით მოსაწამლად განკუთვნილ მოწყობილობას. ასევე, მოიპარა სპილენძის ქვაბი“, – აცხადებს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოძიება 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი