კახეთში, საკარანტინო ზონიდან ორი პირი საეჭვო სიმპტომებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
კახეთში, საკარანტინო ზონიდან ორი პირი საეჭვო სიმპტომებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან ორი შუახნის მამაკაცი ტემპერატურის მატებით და ვირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაცით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ორივე მათგანს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, ხვალ დილით კორონავირუსზე აღებული ანალიზები თბილისში გადაიგზავნება, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.

მუნიციპალიტეტში, ცხრა საკარანტინო ზონაში ამ დროისათვის 684 ადამიანი იმყოფება.

დატოვე კომენტარი