კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა
კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა

კახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ორი ახალი შენობა გაიხსნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და კაჭრეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად მოინახულა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით არის დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

„კახეთის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე ექვსი ახალი შენობაა გახსნილი. რეგიონებში, ჯამში, 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.