კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო
კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.

იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სახელოსნოში დღიურად 500 მდე პირბადის დამზადება ხდება. მონასტრის წვერების გარდა, პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლია ჩართული.

მონასტერთან არსებული სახელოსნო დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის (ENPARD) პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.