კახეთში მონადირეს დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოართვეს
კახეთში მონადირეს დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოართვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევს კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოერთვა.

„მასალები შეიცავს სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.