კახეთში მკვლელობა მოხდა
კახეთში მკვლელობა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს-მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 1982 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი-სანადირო თოფი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დატოვე კომენტარი