კახეთში მკვლელობა მოხდა
კახეთში მკვლელობა მოხდა

თელავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე ქალი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.