კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო სამი თვის მონაცემებით, თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი შემთხვევა, ხოლო ყვარელში დაავადების ერთი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

„შვიდივე დაავადებული პაციენტი ბავშვი იყო. ადამიანი ლეიშმანიოზით ძირითადად, ზაფხულსა და შემოდგომაზე ავადდება, სიმპტომები კი უმეტესად ზამთრის თვეებში ვლინდება. ლეიშმანიოზის ძირითადი გადამტანები კოღოები და ძაღლები არიან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი მშობლებს მოუწოდებს, მწერებთან და ძაღლებთან მიმართებაში ყურადღებით იყვნენ, რადგან ლეიშმანიოზის ერთ-ერთი მთავარი გადამტანები არიან.

„ბავშვებს უყვართ ძაღლებთან კონტაქტი, დაავადება მეტად სერიოზული და საშიშია, ძაღლთან კონტაქტის დროს ბავშვს შესაძლოა, ძალიან მარტივად გადაედოს დაავადება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.