კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულები ყვარელში მცხოვრები მოქალაქეები არიან. მათი ნიმუში გამოსაკვლევად თბილისში იყო გაგზავნილი.

ამასთან, ინფიცირებულების სამკურნალოდ თბილისისში გადაყვანა იგეგმება.

ამ დროისთვის, ყვარელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. რეგიონში კორონავირუსზე უფასო „პისიარ“ ტესტირება და თერმოსკრინინგი რამდენიმე ლოკაციაზე- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მიმდინარეობს.

დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54-ს შეადგენს.