კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

17:03, 24.09.2020

კახეთში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ყვარელში, მეორე კი ლაგოდეხში გამოვლინდა. ადგილზე იმყოფება სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც წყაროს და კონტაქტებს ადგენს.

კახეთის საზოადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, დაინფიცირებულებს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში დღეს გადაიყვანენ.

ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45-ს შეადგენს.

მსგავსი