კახეთში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
კახეთში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

კახეთის რეგიონში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით სულ 10 000 ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი. მათივე ცნობით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, კობა ჩიკვაიძესთან ერთად გაეცნო.

ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობით აღინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით ლაგოდეხში ყველა სოფელი დამუშავდება გარემოს დამუშავება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება.