კახეთში კარანტინში 550, თვითიზოლაციაში კი, 452 მოქალაქე იმყოფება
კახეთში კარანტინში 550, თვითიზოლაციაში კი, 452 მოქალაქე იმყოფება

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 452 ადამიანი იმყოფება, ამასთან, თვითოზლაციის ვადა 60 ადამიანს ამოეწურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მდებარე რვა საკარანტინო სივრცეში 550 ადამიანია მოთავსებული, ისინი ძირითადად უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გასული დღე- ღამის განმავლობაში კლინიკაში არც ერთი ადამიანის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.

ამასთან, კახეთში ოთხი კლინიკა არის მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში ვირუსის მქონე პაციენტები მიიღოს, მათ შორის ორი კლინიკა თელავში და თითო საგარეჯოსა და ლაგოდეხში.