კახეთში გამოკვლეულ 57 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეულ 57 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 57 ნიმუშიდან, კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით კახეთში კარანტინის ექვს ლოკაციაზე 212 მოქალაქე იმყოფება.

ამასთანავე, გამოსაკვლევად ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალის, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალის, ასევე საბაჟოს თანამშრომლების.

სულ კახეთის რეგიონში ტესტირება ჩაუტარდა 3 951 პირს, აქედან 1 245 იყო მედპერსონალი, 1 480 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 223 კი, შშმ პირი.

დატოვე კომენტარი