კახეთში გამოკვლეულ 47 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეულ 47 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში გამოკვლეულ 47 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამასთან, მისი თქმით, გამოსაკვლევად ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება, როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან და გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფებისგან.

ამ ეტაპზე, კახეთის ოთხ საკარანტინო სივრცეში 130 ადამიანი იმყოფება.