კახეთში ფესტივალი „სიღნაღობა – 2026“ იმართება [ფოტო]

17:59, 31.10.2026

კახეთში ფესტივალი „სიღნაღობა – 2026“ იმართება.

ქალაქის ცენტრში მოწყობილია თემატური გამოფენა. მიმდინარეობს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი, სპორტული და საბავშვო აქტივობები.

ფესტივალის სტუმრებს, ადგილობრივი ღვინისა და პროდუქციის დათვალიერება-დეგუსტაციასთან ერთად, ქართული ტრადიციული კერძების მომზადების პროცესში ჩართვის შესაძლებლობაც აქვთ.

საფესტივალო ღონისძიებებს ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.

„სიღნაღობა – 2026“-ის პროგრამა ღვინის ფორუმსა და საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას მოიცავს, საღამო კი გალაკონცერტით დასრულდება.

მსგავსი