კახეთში დღეს გლობალური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა 2019 გაიმართება
კახეთში დღეს გლობალური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა 2019 გაიმართება

გლობალური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა 2019 დღეს გაიმართება. მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ იმართება.

„ვინგს ფორ ლაიფ ვორლდ რან“ ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტს რბენის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ აიღებს და თითოეული მონაწილის გავლილ მანძილს დააფიქსირებს. რბენა სრულდება მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მონაწილეს დაეწევა.

კახეთში მსოფლიო რბენაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული მორბენლები, მათ შორის, ეტლით მოსარგებლე ადამიანები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება „ვინგს ფორ ლაიფის“ ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.