კახეთში დაკარგული ორი არასრულწლოვანი პოლიციამ იპოვა

15:40, 08.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დილას გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა.

ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა.

არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი