კახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
კახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის არ ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გაუქმებულია სამედიცინო საველე კარვები, სადაც თერომაკრინინგი და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმიდნარეობდა.

,,იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში სოფელ მატანში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა და არც საეჭვო სიმპტომები გამოვლენია ვინმეს, მოხდა სამედიცინო კარვების აღება. ამჟამად, სამედიცინო კარავი, სადაც ნიმუშის აღება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშია“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სექტემბრის თვეში რეგიონში „კოვიდ 19“-ის 52 შემთხვევაა დადასტურებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით შემთხვევათა განაწილება ასეთია: ახმეტა- 16 გურჯაანი-7 დედოფლისწყარო- 1ერთი, ყვარელი-ხუთი,  სიღნაღი-ხუთი, ლაგოდეხი-18 თელავსა და საგარეჯოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ინფიცირებულთაგან 37 მოქალაქე კოვიდკლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, ოთხი საკარანტინო სივრცეშია, სამი პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ბინაზე მკურნალობს ასევე კიდევ რვა პირი, რომლებიც კოვიდკლინიკიდან გადაიყვანეს.

კახეთში სამ საკარანტინო სივრცეში 68 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 118 მოქალაქე იმყოფება.