კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე „სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.