კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 პაციენტის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელის ხიზანიშვილმა განაცხადა.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებში და კლინიკებში მოთავსებულ პაციენტებს სინჯებს დღესაც აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან, პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კახეთის რეგიონში 10 საკარანტინო ზონა ფუნქციონირებს, სადაც 603 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 23 ადამიანი რჩება.
რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ბოლო ინფორმაციით, კახეთში ახალი კოროვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.