კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად შოთა ჭანუყვაძე ინიშნება

13:54, 01.12.2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ეყოლება.

პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობიდან გიორგი ბაბნიაური უკვე გათავისუფლდა.

ბაბნიაურის ადგილს შოთა ჭანუყვაძე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

მსგავსი