კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე დაინიშნა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი ქადაგიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე დაინიშნა.

კალმახელიძის თქმით, ის მუშაობისას მუნიციპალიტეტებთან და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთებს აქცენტებს.

„ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო კახეთის რეგიონის განვითარებისთვის. ჩემი გეგმები უკავშირდება სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის გუნდური მუშაობის პრინციპს, მუნიციპალიტეტებთან და მთავრობასთან მჭიდრო თანა,შრომლობას.“ -აღნიშნა კალმახელიძემ.

გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თებერვალში დატოვა.