კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა
კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა

კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, ნგრევისა და რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მერიის წარმომადგენლები გასული არიან სხვადასხვა ადგილზე და მიმდინარეობს ცოცხალი მონიტორინგი.

აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა.

თბილისში ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმა განმეორდა.