კახეთის რეგიონში წითელას შემთხვევებმა იმატა
კახეთის რეგიონში წითელას შემთხვევებმა იმატა

კახეთის რეგიონში წითელას შემთხვევებმა იმატა. ვირუსული ინფექციური დაავადების გავრცელების ფაქტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაშიც ადასტურებენ.

როგორც პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, გასული წლის განმავლობაში წითელას 24 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 13 დეკემბერში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, წითელას ვირუსი 42 პაციენტს დაუდგინდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია.

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით წითელას ვირუსი აქვს 0-20 წლამდე ასაკის 24 პაციენტს, ხოლო 21-40 წლამდე და ზევით ასაკში 18 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ვირუსის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილონ ბავშვთა დროულ აცრაზე.