კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად 1300 ცალი ხაფანგი განთავსდება
კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად 1300 ცალი  ხაფანგი განთავსდება

კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად 1300 ცალი სპეციალური  ხაფანგი განთავსდება.

მონიტორინგის სისტემების მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და შედეგების მიხედვით დაიგეგმება  შესაბამისი ღონისძიებები.

როგორც პირველ არხს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განუცხადა, კახეთის რეგიონში მონიტორინგი გასულ წელსაც ჩატარდა .

,,შარშან კახეთში მავნებლის გავრცელება და სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანება არ ყოფილა, დაკვირვება გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების გასატარებლად”,- განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესი დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ატმის ბაღებიდან დაიწყო. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ,რომ აზიური ფაროსანას დროულად აღმოჩენა  მავნებელთან ბრძოლას გაუადვილებთ.