კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში, სოფელ გომბორში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

„ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებასა და გავრცელებას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.