კახეთის რეგიონს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა გადაეცა
კახეთის რეგიონს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ავტო-პარკის განახლებას.

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა ერთი ფორდის, განახლებული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის, სამაშველო, 2020 წლის ფორდ რეინჯერი.

სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაცემას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაესწრნენ.

სამაშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ PROCEED-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.

სახანძრო-სამაშველო ფორდი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი, მაგირუსის მარკის სპეცტექნიკა რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამის პარალელურად უკვე განახლდა 19 ერთეული ფორდ კარგოს ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტომობილები და გადაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალებს: მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომში და ქუთაისში.