კახეთის მთავარ სამმართველოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
კახეთის მთავარ სამმართველოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები დაკავებული დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ისინი შს სამინისტროს და მინისტრს უმოქმედობაში და აქციის მონაწილეთა მიმართ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კირკიტაძეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი და პოლიტიკურ პატიმარია.

​სამმართველოს შენობიდან თანამებრძოლებს დავით კირკიტაძე მადლობით გამოეხმაურა.

​„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.