კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.