კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომობილი ფიგურირებს.

თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილების მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახნენ.

შეჯახებაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თუმცა, როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი უკვე იდენტიფიცირებულია.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.