კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 43 მილიონი ლარია.

დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება 28 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 7-თვიან ვადაში უნდა შეასრულოს.

„მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რეაბილიტაციის პერიოდში კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა სათადარიგო ზოლებზე განხორციელდება, სადაც კაპიტალური შეკეთება უკვე დასრულდა.