კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

11:18, 25.04.2020

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხები „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელის ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

კახეთის რეგიონში ათი საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 582 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ბოლო ინფორმაციით, კახეთში კოროვირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი