კახა კუჭავა - საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული, აბსურდია იმაზე აპელირება, რომ ადამიანი ამის გამო შეიძლება, არ ჩაითვალოს კანონდამრღვევად
კახა კუჭავა - საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული, აბსურდია იმაზე აპელირება, რომ ადამიანი ამის გამო შეიძლება, არ ჩაითვალოს კანონდამრღვევად

მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს საზღვარზეა საუბარი თუ ნებისმიერი ქვეყნის საზღვარზე, უკანონო კვეთა არის დანაშაული, აბსურდია იმაზე აპელირება, რომ ადამიანი ამის გამო შეიძლება არ ჩაითვალოს კანონდამრღვევად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის უკანონო კვეთა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულია.

„საზღვრის უკანონო კვეთა არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული, ყველა ქვეყანაში მოქმედებს ეს ნორმა, შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის, არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირი დარღვევა, დანაშაულია და ამისთვის სამართლდება ჩვეულებრივი მოქალაქე და მნიშვნელობა არ აქვს ის ყოფილი პოლიტიკოსია, ყოფილი პრეზიდენტია თუ ასე შემდეგ. ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება, თუ რამდენი იქნება კანონით განსაზღვრული მისჯილი. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს საზღვარზეა საუბარი თუ ნებისმიერი ქვეყნის საზღვარზე, უკანონო კვეთა არის უკვე დანაშაული, აბსურდი არის ამაზე აპელირება, რომ ადამიანი ამის გამო შეიძლება არ ჩაითვალოს კანონდამრღვევად“, – განაცხადა კუჭავამ.