კახაბერ ქემოკლიძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს, ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად მისასალმებელია
კახაბერ ქემოკლიძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს, ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად მისასალმებელია

დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქემოკლიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი, საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს.

მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან.

ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსესუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, – აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

For English please scroll down 👇

ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ ქვეყანაში პოლიტიკურ…

Posted by Kakhaber Kemoklidze on შაბათი, 17 აპრილი, 2021