კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს
წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ის ბაქოდან უერთდება საღამოს ღირსების აქციას და მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შტოს, შეუერთდნენ ამ აქციას.
კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც – ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა. გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართვაზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან. და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე“, – აცხადებს კახაბერ ოქრიაშვილი.