კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს
კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.

ოქრიაშვილის თქმით, გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებს, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი ხმა არ ექნება.

„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. არც  ჩვენ გვეყოლება  მომავალში ნორმალური ხელისუფლება, თუ ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ. ამიტომ, არ ვაძლევ ჩემს ხმას. მიმაჩნია, რომ აღნიშნულ პროექტს არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელია, დათანხმდნენ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად არავინ უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს. გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხებია გადასაწყვეტი, ჩემს გონებას და გულს ვუსმენ მხოლოდ“, – აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილის განმარტებით, მას იმედი აქვს, რომ პროექტი ჩავარდება.

„იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და აღნიშნული პროექტი ჩავარდება. ვცდილობ, ყველამ გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე. აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები 2021-2022 წელს“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.