კახაბერ გვანცელაძე - პირველი ამოცანა ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება და ახალი ბაღების მშენებლობა იქნება 
კახაბერ გვანცელაძე - პირველი ამოცანა ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება და ახალი ბაღების მშენებლობა იქნება 

პირველი რიგის ამოცანა ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება იქნება, – ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის პირველი დღე აქვს და აპირებს, გაეცნოს სააგენტოს მუშაობის პრინციპებს.

“ჩვენი მიზანია ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება, სწორედ ამ პრიორიტეტებით ვიმუშავებ ჩემს გუნდთან ერთად”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბაღები გახდეს ფასიანი, კახაბერ გვანცელაძე აცხადებს, “კანონით,  ბაღების მომსახურება უფასოა, ჩვენ ვექვემდებარებით ამ კანონმდებლობას“.