კახაბერ გვანცელაძე - არდადეგების პერიოდს გამოვიყენებთ, რათა ბაღებში მაქსიმალურად გავააქტიუროთ სადეზინფექციო სამუშაოები
კახაბერ გვანცელაძე - არდადეგების პერიოდს გამოვიყენებთ, რათა ბაღებში მაქსიმალურად გავააქტიუროთ სადეზინფექციო სამუშაოები

საგაზაფხულო არდადეგების პერიოდს გამოვიყენებთ, რათა ბაღებში მაქსიმალურად გავააქტიუროთ სადეზინფექციო სამუშაოები, – ამის შესახებ შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, ბაღების დეზინფექცია აქამდეც ხორციელდებოდა შესაბამისი რეგლამენტით.

„გამოვაცხადეთ არდადეგები 2-დან 16 მარტის ჩათვლით, შესაბამისად, ამ პერიოდს ჩვენ გამოვიყენებთ, რათა  მაქსიმალურად გავააქტიუროთ სადეზინფექციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვით ჩვენ აქამდეც ვმუშაობდით. დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ნიავდება საბავშვო ოთახები, ასევე სველი წესით დასუფთავება ხდება დღის განმავლობაში სათამაშოების, ინვენტარის, ყველა ძირითადი ოთახის. ასეკევე კვირის ბოლოს ტარდება დეზინფექცია. ჩვენ ვიყენებთ 10-მდე სხვადასხვა ქიმიურ ხსნარს, რათა ბაღებში ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.