კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დმანისის სოფელ მიჯაში მისი ბიძაშვილი დაჭრეს
კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დმანისის სოფელ მიჯაში მისი ბიძაშვილი დაჭრეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მიჯაში ​დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გუჯა ოქრიაშვილმა მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი თბილისში მდებარე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ. ამასთან, როგორც გუჯა ოქრიაშვილმა განაცხადა, არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაჭრა მერაბ ოქრიაშვილი.

სოფელ მიჯაში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.