კახა ოქრიაშვილი - დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს
კახა ოქრიაშვილი - დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს.

ჟურნალისტებთან საუბარში კახა ოქრიაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თეა წულუკიანთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც კახა კახიშვილთან. რომელი მინისტრი დარჩება, ეს გემოვნების საკითხია. დავით ჭიჭინაძის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს განცხადება არასერიოზული იყო. დავით ჭიჭინაძე ნუ ვანგობს. ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს, ჩვენი განვითარების ტემპები არ გვაწყობს, მაგრამ განვითარების ტემპების მეტ-ნაკლებად მისაღები დონე კრიზისს არ ნიშნავს. კრიზისს ვერ ვხედავ, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და წინსვლა უნდა დავაჩქაროთ. ჩემთვის მისაღები იქნება გრძელვადიანი, 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა “, – განაცხადა ოქრიაშვილმა.