კახა ოქრიაშვილი - მე და გიგა ბუკიას გვქონდა კამათი და არა ფიზიკური დაპირისპირება
კახა ოქრიაშვილი - მე და გიგა ბუკიას გვქონდა კამათი და არა ფიზიკური დაპირისპირება

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მასსა და გიგა ბუკიას შორის კამათი იყო.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში კახა ოქრიაშვილი უარყოფს, რომ მასსა და ბუკიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„იყო კამათი, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ამას არ ვადასტურებ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა დაჩი ბერაიაც აცხადებს, რომ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

„იყო გაცხოველებული კამათი, აზრთა სხვადასხვაობა. თემა რთული და მძიმეა. შესაბამისად, შესაძლებელია, დუღილის ტემპერატურა დიდი იყოს. ეს ადამიანების ემოციებზე მოქმედებს. იქედან გამოსული რომელიმე ნაცემი გინახავთ, იმედია, არ ვნახავთ“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატის ოთახში კახა ოქრიაშვილსა და გიგა ბუკიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.