კახა მიქაია - მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" დაპირისპირება, რათა ქვეყანა განვითარდეს
კახა მიქაია - მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" დაპირისპირება, რათა ქვეყანა განვითარდეს

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” დაპირისპირება, რათა ქვეყანა განვითარდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” წევრმა, კახა მიქაიამ ფილარმონიაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოძრაობამ შეკრება გამართა.

კითხვაზე იგეგმება თუ არა მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება, მიქაია ამბობს, რომ ამას დრო აჩვენებს.

„საქართველოში არის პრობლემები და ამ პრობლემებსაც უნდა გადაწყვეტა. ჩვენი მოძრაობა იწყებს ფაქტობრივად აღდგენას. რა და როგორ იქნება, ამას გვაჩვენებს დრო. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ პოლიტიკური პარტიაც ჩამოყალიბდეს, უბრალოდ, არ მინდა, დავასწრო დროს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა მიქაიამ.

მიქაიამ ზუგდიდში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზეც ისაუბრა და ზუგდიდელებს მოუწოდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ და მოვუწოდო ზუგდიდელებს, მათ შეუძლიათ დაუჭირონ მხარი ვისაც უნდათ, ოღონდ არა სანდრა რულოვსს, რადგან სანდრა რულოვსისათვის მხარის დაჭერა არის ხმის მიცემა წარსულისთვის, იმ წარსულისთვი, რომელსაც მომავალი არ გააჩნია“,-აღნიშნა მიქაიამ.