კახა მამულაძე - წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი არის ძალიან აქტიური, მოხალისეები ჩართულები არიან კორონავირუსთან ბრძოლაში
კახა მამულაძე - წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი არის ძალიან აქტიური, მოხალისეები ჩართულები არიან კორონავირუსთან ბრძოლაში

წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი არის ძალიან აქტიური, მოხალისეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალური მდივნის მოადგილემ კახა მამულაძემ განაცხადა.

როგორც კახა მამულაძე აცხადებს, მოხალისეები დადიან და ხმოვანი შეტყობინებებით აფრთხილებენ მოსახლეობას, რათა დაიცვან თავი, გააკეთონ სოციალური იზოლაცია.

„დღეს ჩვენ ერთ კონკრეტულ ოჯახს, რომელსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა მედიკამენტები, რომელიც არის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ჩამოვუტანეთ წამლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან მათთვის ეს იყო გადაუდებელი დახმარება“, – განაცხადა კახა მამულაძემ.

 

დატოვე კომენტარი