კახა კუკავამ გუბაზ სანიკიძეს მიმართა - გივი თარგამაძესთან ერთად მიტინგზე არ გრძნობ უხერხულობას, გუბაზ სანიკიძე სულს ამოგხდიო რომ გეძახდა
კახა კუკავამ გუბაზ სანიკიძეს მიმართა - გივი თარგამაძესთან ერთად მიტინგზე არ გრძნობ უხერხულობას, გუბაზ სანიკიძე სულს ამოგხდიო რომ გეძახდა

გივი თარგამაძესთან ერთად მიტინგზე შენ არ გრძნობ უხერხულობას, გუბაზ სანიკიძე სულს ამოგხდიო რომ გეძახდა, – ასე მიმართა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრს გუბაზ სანიკიძეს „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, კახა კუკავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც კახა კუკავა განაცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდება იმის გამო, რომ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე იჯდა მიუღებელია.

„გივი თარგამაძის გვერდით არ გიწევს იქ დგომა? უხერხულობას არ გრძნობ? იძახით პროპორციული სისტემა ჩავაგდოთო მაგის გამო, რომ ირაკლი კობახიძე იჯდაო. მე 7 ნოემბრის შემდეგ ბოკერიამ რომ დაგვარბია, მიწევდა 8-9 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ყოფნა, არ იყო ადვილი ასატანი. დღეს ბოკერიასთან ერთად გიწევთ დადგომა, მე კი არ გძრახავ“, – მიმართა გუბაზ სანიკიძეს კახა კუკავამ.

ამასთან, სანიკიძემ აღნიშნა, რომ აქციაზე არც ბოკერიას და არც თარგამაძის გვერდით არ დგას, იქ ახალგაზრდები დგანან.

როგორც კუკავამ აღნიშნა, მიაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არის იმ ისტორიული განვითარების გზაზე დადგომა, რასაც 1992 წელს ასცდა საქართველო.

„ჩვენ პროპორციული სისტემის გამო მივედით იქ ჩუგოშვილი, კალაძე დაგვხვდა და იმის გამო, რომ ჩუგოშვილი და კალაძე რატომ არიანო, იქიდან წამოვიდეთო, ეს არის უპასუხისმგებლობა, ექსტრემიზმი. მე მიმაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს არის იმ ისტორიული განვითარების გზაზე დადგომა, რასაც 1992 წელს ასცდა საქართველო. ბალტიის ქვეყნები წავიდნენ გზაზე, 12 რესპუბლიკა წავიდა ერთპარტიულობის გზაზე, მაშინ უნდა მიგვეღო ეს და არ დააცადეს საქართველოს. პროპორციული სისტემა არის ამ ქვეყნისთვის ორი რაღაცის გარანტია, რომ არც მიშას და არც ბიძინას არ ექნება უმრავლესობა. მეორე იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იქნება ორპარტიული პარლამენტი და პაპუაშვილის ბოქსს აღარ ვუყურებთ ყოველდღე პარლამენტის სხდომებზე. იქ იქნება 5-6 პარტია და ყველა საკითხზე იქნება პოლემიკა, დებატები, ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას ცალკე“, – განაცხადა კახა კუკავამ.