კახა კუკავა - ვაპირებთ დავიქირაოთ დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ტარიფების დამოუკიდებელ აუდიტს ჩაატარებს
კახა კუკავა - ვაპირებთ დავიქირაოთ დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ტარიფების დამოუკიდებელ აუდიტს ჩაატარებს

ზეგ დადგინდება თელასის ახალი სამომხმარებლო ტარიფი და ბიძინა ივანიშვილი გაუკეთებს საშობაო საჩუქარს ქართველ ერს, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომელიც სემეკ-ის დღევანდელ სხდომას ესწრება.

მისი თქმით, ისინი გეგმავენ დამოუკიდებელი აუდიტის დაქირავებას, რომელიც ტარიფების აუდიტს ჩაატარებს.

„ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი გაიზარდა 1 თეთრით. მიმდინარეობს გენერაციის ტარიფების ზრდაც. ზეგ დადგინდება თელასის ახალი სამომხმარებლო ტარიფი და ბიძინა ივანიშვილი გაუკეთებს საშობაო საჩუქარს ქართველ ერს. ჩვენ ვაპირებთ მოვიძიოთ სახსრები და დავიქირაოთ დამოუკიდებელი აუდიტორი იმისთვის, რომ ჩატარდეს ტარიფების დამოუკიდებელი აუდიტი.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები გვარწმუნებენ, რომ ეს ტარიფი არის კარგად შესწავლილი, ჩვენ კარგად გვახსოვს 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც როგორც ამბობენ ცუდი ფინანსისტი და ცუდი ბანკირი არ არის, გვიმტკიცებდა, რომ ტარიფში არის ზედმეტი კომპონენტები, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ამ ზედმეტი კომპონენტების ხარჯზე ტარიფი შემცირებულიყო ტარიფი იზრდება. ცინიზმი მდგომარეობა იმაში, რომ არჩევნების წინ თელასის ტარიფი დარჩა უცვლელი იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა ქართულ ოცნებას, საშობაო საჩუქარს უკეთებს ბიძინა ივანიშვილი ხალხს ტარიფის მატების სახით. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამ ცივ ზამთარში გვეყოლება უფრო ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩაუჭრიან საახალწლოდ და საშობაოდ ელექტროენერგიას“, -განაცხადა კუკავამ.